საზოგადოება
02/11/2020

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა