საზოგადოება
19/10/2020

გიორგი გახარია: თვითიზოლაციაში რომ გადავიდე ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?

„პირბადე მიკეთია ყოველთვის, დამატებით ტესტიც გავიკეთე, თვითიზოლაციაში რომ გადავიდე რა ვქნა? ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ რაიმე იდეა შემომთავაზოთ“,- ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში, როდესაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტრატს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტი გიორგი გახარიასაც ჰქონდა.

„საარჩევნო კამპანიის პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა ამ კამპანიაში ყველას ეკეთა პირბადე. მათ შორის, ქალბატონ ნინო წილოსანსაც. შესაბამისად, ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, უმაღლესი. მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს მაინც წავედი და ტესტი გავიკეთე, რომელიც უარყოფითია. ახლა, თქვენ რა გინდათ? როდესაც პირბადე მიკეთია ყოველთვის, დამატებით ტესტიც გავიკეთე, თვითიზოლავიაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ რაიმე იდეა შემომთავაზოთ“,- განაცხადა გახარიამ.