საზოგადოება
07/10/2020

გიორგი გახარია: შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ

პრემიერი ამბობს, რომ დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყნად, საქართველო სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიას.

გიორგი გახარია განმარტავს, რომ ეს არ არის მთავარი განმსაზღვრელი მთავრობისთვის, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, რისკები არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და საარჩევნო პროცესს.

„ჩვენ შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რომ არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022