საზოგადოება
17/09/2020

გიორგი გახარია: მკაცრი ჩაკეტვები არ იქნება

ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ მკაცრი ჩაკეტვები აღარ იქნება.

მისი თქმით, ისმის ბიზნესის, ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლების ფრთხილი იმპულსები. "ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე, მინდა აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან განმარტა, რომ ვირუსთან ბრძოლა წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა მოხდეს და ეს შესაძლოა იყოს ლოკალური შეზღუდვები, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება.

"დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ყველა საერთაშორისო შეფასებით საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022