საზოგადოება
10/09/2020

გიორგი გახარია: მეორე ტალღა იწყება

ბოლო დღეების COVID-ით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა, პრემიერისთვის მეორე ტალღის დაწყების მაჩვენებელია.

"ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. 57 შემთხვევა, რომელიც გვაქვს დღეს და გუშინ გვქონდა 44 შემთხვევა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში, ნელ-ნელა, იცვლება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„როგორც ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ჩვენ ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომას ეს პროცესი იწყება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში აკეთებდა დაახლოებით 150 PCR ტესტს. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, საშუალოდ, გააკეთოს 6-7 ათასი ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება.

იმისთვის, რომ სტრატეგია, რომელიც ჩვენ პირველი დღიდან ავირჩიეთ, სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სწრაფად, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, ამ სტრატეგიის შესრულებისთვის გარკვეული შეზღუდვების, რომლებიც არ არის საბაზისო მოთხოვნები ადამიანის, დაწესება მოგვიწევს”, - განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022