საზოგადოება
24/12/2020
გიორგი გახარია - კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პრემიერის განმარტებით, რამდენ ხანში მოხდება ეს, დამოკიდებულია იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც აუცილებელია და სავარაუდოდ, პროცესი თებერვლამდე დასრულდება.