საზოგადოება
29/05/2023

ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება.

მთავრობის მეთაური, ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

Businesspartner