საზოგადოება
05/08/2020

გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის სოციალური ავიარეისი დაინიშნება

მთავრობა გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მიზნით წამსვლელი ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთ ე.წ. სოციალურ ავიარეისს გეგმავს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ ავიარეისით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით გერმანიაში მოკლე ვადით არიან დასაქმებულები და აქვთ სამუშაო მიწვევა.

„როგორც კი შემოვიდა მთავრობაში საკითხი, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლე ვადით დასაქმებული გერმანიაში და აქვთ სამუშაო მიწვევა, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშაონ და შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად, მათთვის ე.წ. სოციალური რეისი დავაორგანიზეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ არის მსურველთა ჯგუფი, ვისაც აქვს სამუშაო მიწვევა გერმანიიდან და ჩვენ ვმუშაობთ, რომ შემდგომი რეისიც უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა სტუდენტებს კვლავ დაეხმარება, რომ შედარებით შეღავათიან, სუბსიდირბულ ფასად გაემგზავრონ გერმანიაში და შეძლონ თავისი უფლებით სარგებლობა, რასაც ნიშნავს მოკლევადიანი დასაქმება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020