გერმანიაში ქართველებისთვის გამოცხადებულ 512 ვაკანსიაზე 97 682 ადამიანია დარეგისტრირებული
გერმანიაში ქართველების ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნიდან ამ დროისთვის 512 ვაკანსიაა გამოცხადებული. ვაკანსიებია გერმანიის 3 რეგიონში.
“გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული, გერმანული მხარისგან კი 515-მდე ვაკანსიაა.
ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5 000 ერთეულამდე გაზრდაზე დამატებითი შეთანხმებაც გაფორმდა.
უკვე დაწყებულია ტრეინინგები, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალურ გარანტიების შესახებ. გამგზავრებისწინა ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე“,- ნათქვამია დასაქმების სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.