საზოგადოება
25/11/2020

გართულებული ეპიდსიტუაცია და ჯანდაცვის სპეციალისტების შენიშვნები

ჯანდაცვის სპეციალისტებს COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.

მათი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები არასაკმარისია და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანაა საჭირო. ერთ-ერთი ასეთი საკითხი კლინიკებში ახალი საწოლი ადგილების გამოყოფა და ადამიანური რესურსის ზრდისთვის მუშაობის გააქტიურებაა.

"ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო, კლინიკებში პაციენტების მობილობა მკვეთრად გაზრდილია.

"კლინიკაშიც კი, ვის სჭირდება ინტენსიური საწოლი და ვის არ სჭირდება, მთლიანად არის დამოკიდებული ადამიანურ რესურსებზე და ამ გაიდლაინებზე მიდის აქტიური მუშაობა. ძალიან რთული სიტუაციაა, 125 საწოლი რომელიც გამოვყავით საგარეჯოსა და სამტრედიაში ერთ ღამეში შეივსო. მესმის ბევრს შესაძლოა სტაციონარი არ დასჭირვებოდა, მაგრამ როდესაც სასწრაფოს მოყავს პაციენტი, ჩვენ იძულებულები ვართ, პაციენტი მივიღოთ და ვმართოთ", - განმარტავს ნინო კობახიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022