ფოტო: შალვა სუმბაძე
საზოგადოება
08/06/2021

გარემოს დაცვის პოლიტიკა თბილისში - მერმა ანგარიში წარადგინა

თბილისის მერმა საზოგადოებას დედაქალაქში გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.

კახა კალაძემ იმ განხორციელებულ პროექტებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა რომელითაც მერია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა მათ შორის:

განვლილი წლების განმავლობაში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, თბილისში  ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გატანა/გადამუშავება.

შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ხორციელდება ეფექტიანი კონტროლი.

დაიწყო ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე.

დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტი- „თბილისის მებაღე“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ნიადაგის მომზადება, მწვანე ნარგავების დარგვა/გადარგვა, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა, ნარგავების სხვლა-ფორმირება, სანიტარიული ჭრა და ფიტოსანიტარია.

დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი, ხოლო ფიტოსანიტარული კვლევა და წამლობა ჩაუტარდა 500 000 ნარგავს.

500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო ბალახი.

40 000 კვადრატულ მეტრზე განხორციელდა ნიადაგის მულჩირება.

სანიტარიული ჭრის ფარგლებში მოიჭრა 70 000 დაავადებული ფიჭვის ხე.

მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 შადრევანს.

20 ჰექტარ ფართობზე მოეწყო ტყე და დაირგო 30 000 მწვანე ნარგავი.

მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკვერს, 15 პარკსა და 60 გამყოფ კუნძულს.

მოეწყო და განახლდა 100 ჰა სარეკრეაციო სივრცე და 12 მწვანე კუნძული.

მიმდინარეობს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობა, რიგის პარკის რეაბილიტაცია და ა.შ.

იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საქალაქო მნიშვნელობის რეკრეაციული ზონის, ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020