საზოგადოება
04/05/2022
გარე მოვაჭრეები მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან ბაზრობაზე გადაიყვანეს
თბილისის მთავრობა მეტროსადგურებთან ტერიტორიის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად გარე მოვაჭრეები მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
კახა კალაძის თქმით, ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის.
მერია გარე მოვაჭრეების ბაზრობების შიდა ნაწილში გადაყვანას ასევე გეგმავს მეტრო „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებიდანაც.
მუნიციპალიტეტი მუშაობს ჯიხურების საკითხზეც, მათი გადატანა უნდა მოხდეს შესაბამის ტერიტორიებზე, სადაც პრობლემას არ შექმნის, არც ვიზუალური, არც ტრანსპორტისა და არც ფეხით მოსიარულეთათვის.