საზოგადოება
12/07/2023

GALT & TAGGART: საქართველოში მასწავლებელთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ მიწოდება მაინც ჭარბია

საქართველოში მასწავლებელთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ მიწოდება მაინც ჭარბია,- ამის შესახებ GALT & TAGGART-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში  განათლებას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელთა ასაკის გაახალგაზრდავების მიზნით, მთავრობამ პედაგოგთა საპენსიო სქემა დანერგა. პროგრამის მიხედვით პენსიაზე გასული მასწავლებელი მიიღებს 2 წლის ხელფასს. შედეგად, მასწავლებელთა რაოდენობა 2022/23 წელს 2018/19 სასწავლო წელთან შედარებით  7.5%-ით შემცირდა.

ამავე მიმოხილვის მიხედვით, ზოგადი განათლების სექტორში კვლავ არის მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობა, მიუხედავად ბოლო წლებში შემცირებისა. შედეგად, მოსწავლე-მასწავლებლების ფარდობა  2020 წელს 9.7-ს (10.2 2022 წელს) შეადგენდა, მაშინ როცა OECD-ის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 13.0-ს შეადგენს.

Businesspartner