საზოგადოება
12/11/2020

გახარია: მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, ევროპაში "ლოკდაუნების“ რაოდენობა სულ უფრო იზრდება

მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად სწორად შეფასებული, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ევროპაში „ლოკდაუნების“ რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ისევე, როგორც ინფიცირებულების რაოდენობა და გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავსი მასობრივი განვითარების.

„ჩვენი სტრატეგიაა ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით, ვაგრძელებთ. გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, მაგრამ  უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები, პირველ რიგში, მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ - ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკულ დაავადებულებს, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე მართვა, კოვიდ-სასტუმროებში მართვა, საავადმყოფოებში მართვა - ეს ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ, მოქალაქეები მათ შორის, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ იმ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ 24 საათიანი მეთვალყურეობა“, - განაცხადა პრემიერმა.