გახარია მოქალაქეებს: მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი გავიკეთოთ COVID-ტესტი
ყოველდღიურად საქართველოში კორონა ვირუსზე 20 000 ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი. დაბალი მიმართვიანობის გამო პრემიერი მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ტესტი მინიმალური სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა გაიკეთონ.
“რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია მისი გავრცელება. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და მით უფრო სწრაფად აღდგება ჩვენი ეკონომიკა. რაც უფრო მეტია ტესტირება, მით უფრო სწრაფი იქნება გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. და რაც უფრო სწრაფად გვექნება ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ გლობალურად ამ ეპიდემიას. დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად 20 000 ტესტის გაკეთების საშუალებაა, თუმცა მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად მარტივი სიმპტომების პირობებშიც, უსიმპტომოდაც კი, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ”,- აღნიშნა პრემიერმა.