საზოგადოება
06/08/2020

Frontera-ს გათავისუფლებულ თანამშრომლებს მთავრობა ₾1 200-ის კომპენსაციას მისცემს

ამერიკული კომპანია Frontera-ს მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებს მთავრობა 1 200 ლარის კომპენსაციას მისცემს.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობა 84 ადამიანს დაეხმარება, კომპანიას კი დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ მოშალოს კომპანიასთან ხელშეკრულება და მისცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში.

„ამ ეტაპზე კომპანიასთან საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და ვემზადებით გარკვეული ტექნიკური, ღია საკითხების გასავლელად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა კვლავაც მოუწოდებს კომპანია „ფრონტერას“, რომ დღესდღეობით როდესაც აღარ არსებობს რაიმე შემაფერხებელი გარემოება იმისთვის, რომ მათ თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ, არის მოლოდინი, რომ ისინი დაფარავენ ამ სახელფასო დავალიანებას.

„მანამდე კი, ვიდრე „ფრონტერასთან“ ეს დიალოგი გრძელდება, ამ ადამიანებისთვის ერთჯერად, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გავცემთ“, - დასძინა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020