საზოგადოება
27/10/2020

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა.

ბათუმის 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი ერთდროულად 1000 სტუდენტზეა გათვლილი.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ცენტრში გადამზადდებიან მაღალი  კვალიფიკაციის მქონე ქართველი მეზღვაურები.

"ჩვენი მეზღვაურები წარმატებულები არიან მთელ მსოფლიოში, ამასთან სერიოზიული ეკონომიკური წვლილი შეაქვთ ჩვენი  ქვეყნის განვითარებაში. ყოველწლიურად, საერთაშორისო  ფლოტელიაში  მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქვეყნის  ბიუჯეტში რიცხავენ 140 მილიონ დოლარს. ყველას  კარგად  უნდა გვესმოდეს, რომ საზღვაო ტრანსპორტის განვითარება არის ქვეყნის მომავალი. შავი ზღვა არის  საქართველოს  მომავალი და შესაძლებლობა. ყველაფერს, რასაც  ჩვენ  საზღვაო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ვაკეთებთ, თითოეული  ლარი, დახარჯული ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში ასეთ სპეციფიურ სფეროში როგორიც არის  საზღვაო ტრანსპორტი,  ძალზედ  მნიშვნელოვანია საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. საქართველოს შავიზღვისპირეთი ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტია და  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში  განვითარდეს ფოთი,  განვითარდეს ანაკლია და ყველა ის საზღვაო პროექტები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Businesspartner