საზოგადოება
05/10/2020

ფოთში 14,5 მლნ-იანი სპორტული კომპლექსის მშენებლობას EIB აფინანსებს

ფოთში სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზი აშენდება. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ცნობით, აქტიურ ფაზაშია.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 14.5 მილიონი ლარია.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას. პროექტით გათვალისწინებულია კალათბურთის, მინი ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნების მოწყობა. აშენდა სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე.

სპორტულ კომპლექსში იქნება დარბაზი ტრენაჟორებისთვის, ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად, საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. სპორტულ კომპლექსში განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022