საზოგადოება
04/02/2021

ფოთის ნავსადგურთან შემოვლითი გზა გაკეთდება - პროექტზე "კოკს კონსალტი" მუშაობს

ფოთში სანავსადგურო ტერმინალებთან და სანაპიროსთან დამაკავშირებელი, ახალი შემოვლითი გზის პროექტზე „კოკს კონსალტი“  მუშაობს.

ფოთის მერიის ცნობით, დასახლებული უბნების გვერდის ავლით აშენდება საავტომობილო გზა, რომელიც ნავსადგურს, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ეკონომიკური გაფორმების ზონასა და სხვა ტერმინალებს დაუკავშირდება.

ინდუსტრიული ზონის ინჟინრებთან ერთად, ალტერნატიული გზის მშენებლობის პროცესში თიზ-ის ჩართულობასა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე დღეს ფოთის მერიაში იმსჯელეს.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, ახალი საწარმოების მშენებლობამ, დღის წესრიგში დააყენა ალტერნატიული, შემოვლითი, გზის მშენებლობის აუცილებლობა, რომელიც ნავსადგურის ტერმინალებს, თვისუფალ ინდუსტრიულ ეკონომიკური გაფორმების ზონებს, ქალაქის დასახლებული უბნების გვერდის ავლით ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დააკავშირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022