საზოგადოება
09/10/2020

ფოთის ნავსადგურთან ახალი შემოვლითი გზა აშენდება

ფოთის ნავსადგურთან დასაკავშირებლად ახალი გზა აშენდება.

ფოთის მერიის ცნობით, დასახლებული უბნების გვერდის ავლით აშენდება საავტომობილო გზა, რომელიც ნავსადგურს, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ეკონომიკური გაფორმების ზონასა და სხვა ტერმინალებს დაუკავშირდება.

უკვე გამოცხადდა ტენდერი ფოთის ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომსახურების შესყიდვისთვის.

ფოთის მერიაში აღნიშნავენ, რომ გზის მშენებლობა დღის წესრიგში ნავსადგურში გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო დადგა.

პარალელურად, ქალაქ ფოთის შემოსასვლელში მდინარე რიონზე, აზიის ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს 431 მ. გადასასვლელი ხიდისა და ორკილომეტრიანი მისასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც E60-E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020