საზოგადოება
29/07/2020

ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს ფართი გადაეცემა

ზემო ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს 4 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით  უზრუნველყოფს ის კომპანია,  რომელმაც მერიის მიერ ზემო ფონიჭალაში მდებარე  17 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა.

„ზემო ფონიჭალაში გვყავს უკვე გამარჯვებული შპს „პერსპექტივა“, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს დაზარალებული ოჯახები საცხოვრებელი ფართით თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ პირობა გვაქვს ამ ადამიანებისთვის მიცემული, რომ აუცილებლად შევძლებთ მათ დაიბრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროცესის  რიგითობის კრიტერიუმიც განმარტა და აღნიშნა, რომ რიგითობის განმსაზღვრელი, რაოდენობიდან გამომდინარე, ოჯახების სოციალური ქულები იქნება.  

„რიგითობას რაც შეეხება, აქაც მარტივი გამოსავალი ვნახეთ - სოციალური ქულების მიხედვით მივაწოდებთ ადამიანებს ბინებს. რადგან 3 500 ოჯახზეა საუბარი, შეუძლებელი იყო რიგითობის დადგენა. ამდენად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თანმიმდევრობის განმსაზღვრელი სოციალური ქულებია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020