საზოგადოება
17/05/2023

Fix Tbilisi-ს აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ახლად ამოქმედებული აპლიკაცია Fix Tbilisi-ზე უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.

როგორც მერმა განაცხადა, აპლიკაცია Fix Tbilisi სხვადასხვა პრობლემური საკითხის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.

"პირველ ეტაპზე ოთხი მიმართულებაა შერჩეული. დიდი აქტიურობაა და მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გავუხადო, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს. თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შესაძლებელი იქნება ყველაფრის გამოსწორება. ძალიან საინტერესო პროგრამაა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით იფუნქციონირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.

Businesspartner