საზოგადოება
12/10/2022

ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორია სრულად განახლდება

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ არსებული ტერიტორია სრულად აღდგება და განახლდება. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოების ფარგლებში მაქსიმალურად შენარჩუნდება პირვანდელი სახე და განახლდება თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული  ე.წ. წყლის ფარდა.

"რადგან აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია და სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღინიშნება, გადავწყვიტეთ, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ე.წ. ფილარმონიის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობთ, ნოემბერში მთლიანად დავასრულოთ პროექტი გამწვანების სამუშაოებით, ტროტუარების მოწესრიგებით, განათების ბოძებით. მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ე.წ. ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს. კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ, დაზიანებულია ქვის ფილები, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკავებას. გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა. წვიმიან ამინდში ამ გადახურულ სივრცეშიც წვიმს, წყალი ჩადის და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო, სარდაფები იტბორება წყლით", -განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. 

კახა კალაძემ აღნიშნულ პროექტზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სრულად განახლდება საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებული შადრევანიც. 

შადრევნის სარეაბილიტაციოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის მერმა  შპს "ეკოსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებს დაავალა. 

"ტერიტორიაზე არსებული შადრევანი მუნიციპალიტეტის მოვლა-პატრონობაშია. შადრევნის გაყვანილობის დაზიანების გამო, ზიანდება მომიჯნავე სივრცე, რომელიც სცენის და სავენტილაციო შახტებია განთავსებული. ასევე, დეფორმირებულია შენობასთან ასასვლელი კიბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიგეგმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის აღდგენას. პირვანდელი სახე მაქსიმალურად შენარჩუნდება, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. განახლდება ე.წ. წყლის ფარდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ არსებობდა. გარდა ამისა, ამორტიზებული გრანიტი მოპირკეთდება, აღდგება მისი მწყობრიდან გამოსული ნაწილი და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შადრევნის რეაბილიტაცია ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცის მოწესრიგება, რადგან ტერიტორიის ამ ფორმით და ასეთ ვითარებაში დატოვება კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 




 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023