საზოგადოება
29/11/2021

ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებაზე კანონპროექტი პარლამენტს დეკემბერში წარედგინება

მთავრობა ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტში დეკემბერში წარადგენს. 

"ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში. ასეთია ჩვენი სურვილი და ჩვენ რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად, ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ საკითზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. უწყება სააფთიაქო ბაზრის ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვის გარდა, სააფთიაქო სისტემაში "თავისუფალი ფასწარმოქმნის" გადახედვასაც მოითხოვს. ქვეყნის პრემიერმა ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა მედიკამენტებზე მაღალი ფასების შეზღუდვის გამო კონკრეტული გადაწყვეტულებები უნდა მიიღოს