საზოგადოება
03/08/2023

Family Inn Shovi: თუ ვინმეს ღამის გასათევი არ გაქვთ შეგიძლიათ მოხვიდეთ

ონში მდებარე საოჯახო სასტუმრო Family Inn Shovi სტიქიის შედეგად დაზარალებულ დამსვენებლებს  განთავსებას სთავაზობს. 

"თუ ვინმეს ღამის გასათევი არ გაქვთ შეგიძლიათ მოხვიდეთ, უსასყიდლოდ რა თქმა უნდა,"- წერს სოციალურ ქსელში სასტუმროს წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. მაშველებმა ორი ცხედარი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.

 

Businesspartner