საზოგადოება
17/06/2022

ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველომ საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს ურჩევს, ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას. 

მისი თქმით, ქვეყანა პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა გაერთიანდეს. 

"საქართველომ წინ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა, რომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ახლა საქართველოს გადასადგმელი აქვს საჭირო ნაბიჯები, რომ წინ იაროს. ქვეყანა პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა გაერთიანდეს. პროგრესი თქვენზეა დამოკიდებული. საქართველოს ხელშია, რომ იმოძრაოს ამ ღია კარისკენ", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა. 

"ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.