საზოგადოება
02/08/2023
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, BTU Erasmus+ის ინოვაციურ პროექტს უხელმძღვანელებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, BTU უხელმძღვანელებს Erasmus+ის ერთერთ უმსხვილეს, ინოვაციურ ინსტიტუციური განვითარების პროექტს განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომელიც გააერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს ბელგიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, აგრეთვე, უკრაინიდან და კავკასიის რეგიონიდან.
"3E-Partnership პროექტი მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას და სხვა, მრავალ აქტივობას.
პარტნიორი უნივერსიტეტები:
- ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
- მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
- ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი
- მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა
- დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა
- ADA-ს უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
- ხაზარის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
- ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველო
პროექტი 3 წელიწადს გაგრძელდება,"-ნათქვამია BTU-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.