ფოტო: ამწე ჯგუფი
საზოგადოება
22/08/2022

ევრობასკეტის გამო, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ და ევროპის ჩემპიონატის მატჩებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის განმავლობაში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 24 აგვისტოს 14:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ევროპის ჩემპიონატის მატჩთან დაკავშირებით, პირველ სექტემბერს 11:00-დან 00:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.

გარდა ამისა, ანალოგიური შეზღუდვა იმოქმედებს 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებს.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.

უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023