საზოგადოება
21/09/2020

"ევექსმა" COVID-ინფიცირებულთა სამკურნალოდ დამატებით 110 საწოლი გამოყო

ევექსი ჰოსპიტლებმა ქობულეთსა და ფოთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირების სამკურნალოდ დამატებით ორ ჰოსპიტალში - 110 საწოლი გამოყო.

კომპანიის ცნობით, 19 სექტემბრიდან ქობულეთის ჰოსპიტალმა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე 53 მედპერსონალი ერთდროულად 70 დაინფიცირებული პაციენტის მართვას უზრუნველყოფს.

21 სექტემბრიდან კი კოვიდ-ინფექციის მართვაში 40-მდე მედპერსონალით დაკომპლექტებული და 40 საწოლზე გაშლილი ფოთის ჰოსპიტალი ჩაერთო.

„კოვიდ-ცენტრებად გადაკეთებული ორივე ჰოსპიტალი ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ დაინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებების გაწევა. ჰოსპიტლების სამედიცინო პერსონალი სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტდა და სამკურნალო პროცესში ისინი მონაცვლეობით ჩაერთვებიან.

დღეის მდგომარეობით, ევექსი ჰოსპიტლების მიერ კოვიდ-პაციენტების სამართავად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში ჯამში 250 საწოლი გამოიყო.   ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში საწოლფონდის გამოყოფის რიგით მეორე ეტაპი.  შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მომატებული Covid 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით კორპორაციამ საქართველოს მასშტაბით 700-მდე საწოლის გამოყოფის მზაობა გამოთქვა“, - ნათქვამი კომპანიის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020