საზოგადოება
09/08/2021

ერთხელ ვაქცინირებული კოვიდგადატანილები, ორჯერ აცრილებთან გათანაბრდებიან

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვის.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მათზეც გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც არის სრულად ვაქცინირებულებისთვის. 

“პირობითად საქართველოში რომ შემოდის ადამიანი, თუ ის ორჯერ არის ვაქცინირებული, მას არ ეხება შეზღუდვები საზღვრის კვეთისას. აგრეთვე სხვა რეგულაციები, იგივე დასწრება სემინარებზე და ა.შ. ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, იქ იცრებიან ერთხელ და იქ ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად. შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის. თუ ადამიანს გადატანილი აქვს და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილს ადამიანს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022