საზოგადოება
24/05/2023

"ერთი ადამიანი, დღეში საშუალოდ 1 კილოგრამ ნაგავს აგროვებს" - დავით წიკლაური

"ერთი ადამიანი, დღეში საშუალოდ 1 კილოგრამ ნაგავს აგროვებს,"- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“  Usaid-ის კერძო სექტორის განვითარების მრჩეველმა, დავით წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მოსახლეობამ იმაზე იფიქროს, თუ როგორ შეიძლება გარემოზე ზეგავლენა შემცირდეს. ძალიან ბევრი კომპანია, მათ შორის საქართველოშიც ნარჩენებში ფულს იხდის, რათა შემდგომ გადაამუშაოს და ახალი პროდუქტი მიიღოს.  

USAID-მა სამ ბრენდულ სასტუმროსთან ერთად მყარი ნარჩენების შემცირების საკითხზე აქტიური მუშაობა დაიწყო.

„აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმართველობა, სამინისტრო თუ ადგილობრივი კომპანია  ნარჩენების მართვის პროცესში ჩართულია და გარკვეული თანადაფინანსება გამოყო, რომ მოხდეს გადამამუშავებელი კომპანიების წახალისება.

ჩვენ ერთად ვაფინანსებთ იქ ბიზნესებს, რომლებიც ამ სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს მიიღებს და გადაამუშავებს," - აცხადებს წიკლაური.

როგორც Usaid-ის კერძო სექტორის განვითარების მრჩეველი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი საკითხია დონორების მოზიდვაც, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა, რომლებსაც  მყარი ნარჩენების შემცირების პროცესში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

Businesspartner