საზოგადოება
23/11/2020

ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა - ევექსი

დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა, - განაცხადა „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022