საზოგადოება
19/03/2020

ენგურის კაშხლის მიმდებარედ 1250 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა

ენგურის კაშხლის მიმდებარედ 1250 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ ინვესტორთა შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა დღეს გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 220 629 ლარია. აქედან თითქმის 61 000 ლარი ფონდის მიერ უკვე შევსებულია.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საინვესტიციო დოკუმენტით ირკვევა, თანხა გახარჯულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და თანმდევი ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვისთვის. ამასთან, პროექტი „ენგურის ტურისტული ცენტრის“ საწესდებო კაპიტალის 95%–იანი წილის გადაცემის გზით განხორციელდება.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხალი წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინდუსტრიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, სადაც ვიზიტორთა ცენტრისა და შემეცნებითი, ინტერაქტიული და გასართობი ატრაქციების მოწყობა იგეგმება. „-აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის განვიოთარების ფონდში. ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა 2020 წლის 10 აპრილია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022