საზოგადოება
07/04/2021

ეკატერინე ტიკარაძე: გადატვირთვის ზღვარი მხოლოდ საწოლფონდი არ არის, ანგარიში ექიმებს უნდა გავუწიოთ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო სექტორი გადატვირთული არ არის და საწოლფონდი კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა გადასანაწილებლად საკმარისია.

"ამ ეტაპზე სექტორი გადატვირთული არ არის. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ექიმების მდგომარეობა, რომლებიც უკვე 1 წელზე მეტია საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა, პირბადის გამოყენება და ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა. გადატვირთვის ზღვარს მხოლოდ საწოლფონდი არ წარმოადგენს, ამას წარმოადგენს ჩვენი მედპერსონალიც. მნიშვნელოვანია, მათ გავუწიოთ ანგარიში",- აღნიშნა ტიკარაძემ.