საზოგადოება
29/07/2022
დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის 2.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტმანენტის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კერძოდ, სარეაბილიტაციო მონაკვეთი საკურორტო ზონაში, დასახლებულ პუნქტში გადის. დღის განმავლობაში მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობის და ელექტრობოძების მონტაჟის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის და ტროტუარების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ასევე ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და ადგილობრივი შესასვლელების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.3 მლნ ლარით ფინანსდება.