საზოგადოება
10/08/2023

"დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები"

რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მერვე დღეა აქტიურად მუშაობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამძიებო სამუშაოებისათვის მობილიზებულია100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით.

"დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები. მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება,"-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Businesspartner