დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება
დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგება.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კოვიდვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს, შესაძლებლობა აქვს, საქართველოში უპირობოდ შემოვიდეს. ვაქცინაციის სრული კურსი ნიშნავს, ვაქცინის 2 დოზას.
რაც შეეხება მათ, ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი არ აქვს, საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. აგრეთვე, საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს მათთვის სავალდებულო იქნება PCR ტესტის განმეორებით ჩატარება.
„ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ -ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ, თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებს მივმართავ თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ქენბა“, - აცხადებდა ნათია თურნავა.
რეგულაციები შემსუბუქდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოვლენ, იმ შემთხვევაში თუ, ქვეყანაში დაბრუნებიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ისევ გაიკეთებენ PCR ტესტს, 8 დღიანი თვითიზოლაციისგან გათავისუფლდებიამ. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ქვეყანაში შემოსვლისას არ ექნებათ ნეგატიური PCR ტესტი, მათ 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 8 დღიანი თვითიზოლაცია დაუწესდებათ.