საზოგადოება
28/03/2022
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება აღარ არის.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ 22 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.
პირბადის ტარების ვალდებულება რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში.