საზოგადოება
27/09/2023

დეკემბრიდან მერია მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაჩქარებული სერვისის ღირებულება რიგ შემთხვევებში ფიქსირებული იქნება, რიგ შემთხვევებში კი საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე დადგინდება.

„დაჩქარებული მომსახურება შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ზოგიერთ საკითხს და მისი ღირებულება რიგ შემთხვევებში დადგინდება საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე, ხოლო ზოგ შემთხვევაში იქნება ფიქსირებული, საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობის მიუხედავად. დაინტერესებულ მოქალაქეებს, რასაკვირველია, შეეძლებათ უფასო მომსახურების მიღებაც სტანდარტულ ვადებში, თუმცა იმ ადამიანებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ კონკრეტულ ვადებში მიიღონ შესაბამისი მომსახურება, ამის შეთავაზებასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება იქნება ფასიანი. 

ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანი და თავად  გადაწყვიტოს, ფასიანი მომსახურება სჭირდება თუ უფასო. არის შემთხვევები, როცა არ ეჩქარებათ და ელოდებიან დადგენილ ვადებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა დრო არ ითმენს და ამ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაჩქარებული სერვისი მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023