საზოგადოება
04/05/2022
დარღვევები პარკების მწარმოებელ კომპანიებში - შემოწმებული ობიექტების 60% ნორმებს ვერ აკმაყოფილებს
დარღვევები პარკების მწარმოებელ კომპანიებში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების შედეგები არასახარბიელოა, შემოწმებული 51 ობიექტიდან 31-ში დარღვევები გამოვლინდა, დალუქულია 3 მილიონ ნახევარზე მეტი პარკი და 8000 კილოგრამზე მეტი რულონი.
ქვეყანაში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2019 წლის ივლისიდან არის აკრძალული, თუმცა ბაზარზე მსგავსი პროდუქცია ჯერ კიდევ აქტიურად გვხვდება.
მასშტაბური ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება.