საზოგადოება
05/01/2021
COVID-ვაქცინის დროულად მისაღებად მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს
Covid-ვაქცინის დროულად მისაღებად მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს, - დეტალები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
საბჭოზე განიხილეს კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებისა და სპეციალური კომისიის გადადგმულ ნაბიჯებიც.
"სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ, ვაქცინის პირველი დოზები, რაც შეიძლება ადრე მიიღოს", - განმარტავენ პრემიერის ადმინისტრაციაში.