საზოგადოება
07/09/2021

COVID რეგულაციების დარღვევისთვის შრომის ინსპექციამ ერთ თვეში 25 ობიექტი დალუქა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში საზედამხედველო უწყებების მხრიდან 1842 აქტივობა განხორციელდა.

 “1571 შემთხვევაში გაიცა გაფრთხილება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ობიექტები რეკომენდაციის სრული დაცვით ფუნქციონირებდნენ, დაჯარიმდა 1 ობიექტი.

ჯამში, 10 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა. გარდა აღსრულების მექანიზმისა, სამინისტორო მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება.”-აცხადებს, ბექა ფერაძე.