საზოგადოება
07/10/2020
COVID-ის მართვაში ჩართული მედიკოსები 50%-იან დანამატს მიიღებენ
კორონავირუსის მართვის პროცესშია ჩართული მედიკოსები ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბრძანება უკვე გამოიცემა.
„მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დეტალურად განვიხილეთ სახელფასო ფონდი და მედიკოსები, რომლებიც არიან ჩართული COVID-ის მართვაში დანამატს მიიღებენ", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დანამატს მიიღებენ ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ.