საზოგადოება
09/06/2023

ComCom-მა “თსუ”-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საინფორმაციო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია გამართა.

ლექციას ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სანდრო ქარუმიძე გაუძღვა, რომელმაც დაინტერესებულ სტუდენტებს მეხუთე თაობის ტექნოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, შეხვედრაზე განხილული იყო 5G ტექნოლოგიის უპირატესობები, მისი განმასხვავებელი ნიშნები უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან, მსოფლიოში არსებული ტენდენციები და ამ მიმართულებით, საქართველოს პერსპექტივები. მონაწილეები ასევე გაეცნენ იმ პროცესებსა და სამუშაოებს, რომლებიც ComCom-მა ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების შესახებ, საჯარო ლექციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო და მომავალში, სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

 

Businesspartner