საზოგადოება
22/05/2023

"ჩემი შემოქმედების მთავარი გმირი ადამიანია" - თიკო ბახტაძე

დღეიდან გალერეა ,,გამრეკელი მოდერნი“ ორი კვირის განმოვლობაში უმასპინძლებს თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ“.

ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-დე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია.

სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით დადებით ასოციაციებს იწვევს, ავტორის ცხოვრებისეული წყობის მრავალი მესიჯის მატარებელია, რომელიც მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპზე თანაბარმნიშვნელოვანია და ასევე მთავარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.
თინათინ (თიკო)ბახტაძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,დამთავრებისთანავე მან გააგრძელა მუშაობა ფერწერაში. მისი სტილი განსხვავებულია,მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში. მისი გაბედული ნახატები აერთიანებს ექსპრესიასა და აბსტრაქციას თავისი უნიკალური სტილით. მისი ინსპირაციის წყარო არის მთელი სამყარო და მათში მცხოვრები ადამიანები რომლებიც მისი ნამუშევრების მთავარი გმირები არიან. მას არარეთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2017 წელს ნიუ იორკის არტ-ექსპოს გამოფენაზე.

თიკო ბახტაძე გამორჩეული ხელწერისთვის 2018 წელს დაჯილდოვდა international award caravaggio great master of art -ის ჯილდოთი. თიკოს ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

Businesspartner