
საზოგადოება
04/08/2020
ჭავჭავაძის განახლებულ სატრანსპორტო სქემაზე სპეციალისტებს შენიშვნები აქვთ
ჭავჭავაძის გამზირეზე განახლებულ სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით სპეციალისტებს შენიშვნები აქვთ, თუმცა, ამასთან მოლოდინი აქვთ, რომ ვითარება მალე დასტაბილურდება.
ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ გზის დავისწროვებასთან ერთად კერძო ავტომობილების რიცხვი მცირდება.
რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით, პირველი აგვისტოდან გადაადგილდება. ცვლილებამ ჭავჭავაძის გამზირზე გაურკვევლობა და საცობები გამოიწვია.