საზოგადოება
30/07/2020

ჭავჭავაძეზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემით მოძრაობს

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს.

30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან 04:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც  ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას, ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს. სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12 საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული.

1 აგვისტოდან კი, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას და სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს.

„ტესტირებას გაივლის ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ამ მარშრუტებზე მოძრაობს. ეს არის სტანდარტული პროცედურა - ყველა მარშრუტზე რაიმე სიახლე როდესაც ინერგება, მძღოლების წინასწარ მომზადება ხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და 1 აგვისტოდან, ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ ახალი სამარშრუტო სქემით“,  - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორმა გიორგი შარკოვმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020