საზოგადოება
04/09/2023

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ეწყობა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, ორ მწვავე ლოკაციაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, პირველადი გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებები უკვე ჩატარებულია.

სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მიმდინარეობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები - დამცავი ბადის მოწყობა. აღნიშნული ფერდი პრობლემურია და ქვათაცვენის ფაქტები ხშირია. ამ ეტაპზე, ხელოვნურად ხდება ფერდის ჩამოშლა იმ ლოკაციებზე, სადაც საშიშროება არსებობს. პარალელურად, მოხდება კლდოვანი ფერდის დაანკერება. კვლევები მიმდინარეობს, რამდენ მეტრში უნდა იყოს ანკერები გაკეთებული. რა თქმა უნდა, ამ სამუშაოების მერე აღნიშნული ფერდი იქნება უსაფრთხო. წლების წინ, როდესაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა, დამცავი ბადე მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთზე იყო მოწყობილი. მომავალში კი განვახორციელებთ პროექტს, რაც, დაახლოებით, 17 მილიონი ლარი დაჯდება და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ფერდის ავარიული ფრაგმენტების ჩამოწმენდა და ფარდის პრინციპით მოწყობილი ძველი, ამორტიზებული ბადის დემონტაჟი დასრულებულია. ახალი ბადე დაშვებულია, რომლის ჩამაგრებაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ჩაანკერების პრინციპით განხორციელდება, რაც უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტს განაპირობებს.

გარდა ამისა, საავტომობილო გზის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით მოწყობილია შემაფერხებელი ბარიერი.

სამუშაოებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „მანგი“ ახორციელებს. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022