საზოგადოება
05/08/2020

ბორჯომში ნიკოლოზ II-ის საზაფხულო რეზიდენცია მუზეუმად გადაკეთდება

ბორჯომში, ,,კავალერიის შენობის“ რესტავრაციასა და მუზეუმად ადაპტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება. კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობაც და მისი მიმდებარე პარკიც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა.
 
1880 წელს აშენებული შენობა ფსევდო გოთიკური სტილის გამორჩეული ნიმუშია. რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
 
პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე "კავალერიის კორპუსის" სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020