საზოგადოება
05/08/2020

"ბოდიშს ვუხდი შეფერხებისთვის მათ, ვინც ჭავჭავაძეზე ახალი სქემის ამოქმედების დღეს გადაადგილდებოდნენ"

კახა კალაძე იმ ადამიანებს, ვისაც ახალი სამოძრაო სქემის ამოქმედების პირველ დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება მოუწია, ბოდიში მოუხადა.

მერმა აღნიშნა, რომ თავადაც მართავს ავტომანქანას, ყოველდღიურად გადაადგილდება ქალაქში, შესაბამისად, ყველა ადამიანის კარგად ესმის.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით „საცობში“ დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და ყოველდღიურად ქალაქში გადავაადგილდები. თქვენს ადგილას, მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მესმის თითოეული თქვენგანის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020